ირაკლი კობახიძე - ამერიკის ელჩისგან ველოდით პასუხს, რომ საელჩოდან მოსამართლეზე ზეწოლა არავის უკადრია, ეს არ მოვისმინეთ, რაც ძალიან დამაფიქრებელია - მოსამართლეზე ზეწოლას შეიძლება დასჭირდეს საკანონმდებლო რეაგირება

თუ სადღაც არსებობს რისკი, რომ ვიღაც შეიძლება მოსამართლეზე ზეწოლას ახდენდეს, ამას შესაბამისი რეაგირება სჭირდება, მათ შორის, ამას შეიძლება დაჭირდეს საკანონმდებლო რეაგირება, თუმცა ეს არის ძალიან ზოგადი იდეა, რა შეიძლება ამაში იგულისხმებოდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ისინი ელოდნენ, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი უარყოფდა იმ ბრალდებას, რომელიც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მხრიდან გაისმა.

„სასამართლო თავს რომ იცავს ზეწოლისგან, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ამას ვერავინ დაარქმევს კამპანიას ვინმეს წინააღმდეგ. თუ სასამართლოზე ზეწოლა ხორციელდება და სასამართლო ამისგან თავს იცავს, ეს არის ჯანსაღი მოვლენა, სასამართლო არის ერთ-ერთი ინსტიტუტი, ამ ინსტიტუტს წარმოადგენენ მოსამართლეები და შესაბამისად, ისინი როცა თავს იცავენ, ეს არის ლოგიკური გაგრძელება. რაც შეეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხს, ველოდებოდი მკაფიო განმარტებას და იმის უარყოფას, რომ ასეთი ჩარევა არ მომხდარა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს წარსულში, როცა კამპანია აგორებული იყო ზეწოლასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის საელჩოდან ამას არავინ იკადრებდა. სწორედ ასეთ პასუხს ველოდით ამერიკის ელჩისგან, რომ ის დარწმუნებული იყო, რომ ამერიკის საელჩოში ეს არავის უკადრია, შესაბამისად, ვფიქრობდით, ის უარყოფდა იმ ბრალდებას, რომელიც გაისმა მოსამართლე ჩხიკვაძის მხრიდან, თუმცა, ეს არ მოვისმინეთ, რაც ძალიან დამაფიქრებელი და ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენთვის საინტერესოა, მივიღოთ მკაფიო პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, განხორციელდა თუ არა ზეწოლა, თან ასეთი უხეში ფორმით, როგორზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე, ეს ფაქტი ან უნდა იყოს უარყოფილი ძალიან მკაფიოდ და ცხადად, ან ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა ქართველ მოსამართლეზე“, - განაცხადა კობახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები