გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“„ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ივლისს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში: სიონი, გარბანი, გორისციხე, ვარდისუბანი, ხურთისი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ფასანაური, წითლანა, წიფორი, ხევშა, ჭიკაანი, ქოჩორაანი და მიმდებარე სოფლებში. ამავე მიზეზით, 14:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში“ ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი, ბურიანი, ბიწმენდი, ჭილაანთკარი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
კახა ოქრიაშვილი აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს