თამარ გაბუნიამ ყირგიზეთისა და უზბეკეთის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენებს საქართველოში ტუბერკულოზის პროგრამის მიმდინარეობა გააცნო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ყირგიზეთისა და უზბეკეთის დელეგაციებს უმასპინძლა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სისტემებისა და ინფექციის კონტროლის სფეროს წარმომადგენლებს, საქართველოში ტუბერკულოზის პროგრამის მიმდინარეობა, მიღწევები და გამოცდილება გააცნო.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ტუბერკულოზის მართვის მოდელი, კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის ეფექტურ თანამშრომლობას ემყარება.

„აქტიური თანამშრომლობა პაციენტების დროული გამოვლენის და ეფექტური მართვის შესაძლებლობას იძლევა”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის სასწავლო ტურის ფარგლებში გაიმართა. ტურის მიზანი ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის გამოცდილების, მისი ორგანიზების და გლობალური ფონდის პროექტის დანერგვის პრინციპების შესწავლა, ასევე უზბეკეთსა და ყირგიზეთთან ტუბერკულოზის პროგრამების კუთხით თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს.

დელეგაციების წევრები მკურნალობის მეთოდების, მათ შორის, FAST მეთოდიკის უკეთ გაცნობის მიზნით რეგიონების ტუბერკულოზის კლინიკებსაც დაათვალიერებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა