ურსულა ფონ დერ ლაიენი - წევრი სახელმწიფოები კრემლის წინააღმდეგ გაძლიერებულ და გახანგრძლივებულ სანქციებს დათანხმდნენ - ეს მოსკოვს ძლიერ სიგნალს უგზავნის: შევინარჩუნებთ ზეწოლას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები რუსეთის წინააღმდეგ მორიგ, გაძლიერებულ სანქციებს დათანხმდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი "ტვიტერის" გვერდზე ავრცელებს.

ლაიენის თქმით, აღნიშნული სანქციებით მოსკოვის მიმართ ზეწოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.

"წევრი სახელმწიფოები კრემლის წინააღმდეგ ევროკავშირის გაძლიერებულ და გახანგრძლივებულ სანქციებს დათანხმდნენ, ამას მივესალმები. ეს მოსკოვს ძლიერ სიგნალს უგზავნის: ჩვენ შევინარჩუნებთ ზეწოლას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება", - წერს ლაიენი.

ცნობისთვის, ევროკომისიამ გასულ კვირას ახალი წინადადებები წარმოადგინა, რომელიც სანქციების ეფექტურობის გაზრდას ითვალისწინებს. ეს გულისხმობს სანქციების 6 თვით გახანგრძლივებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა