ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის  მემორანდუმი გაფორმდა

ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

როგოც უნივერსიტეტი განმარტავს, თანამშრომლობა ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით ერთობლივ აქტივობებს, კონფერენციებსა და კვლევებს ითვალისწინებს, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვებიან სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.

ასევე, საინფორმაციო ცენტრი აქტიურად შეუწყობს ხელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოქმედი ნატოსა და ევროკავშირის კვლევითი ცენტრის საქმიანობას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ცენტრის დირექტორმა, თამარა წულეისკირმა და უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ .

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუდენტები და საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა