სალომე ზურაბიშვილი - მე დეპოლარიზაციის მიზნით ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად ავიღე, სამი ადამიანი შევიწყალე: უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა - გასამდა და დამთავრდა

მე დეპოლარიზაციის მიზნით ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად ავიღე. სამი ადამიანი შევიწყალე - უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა. გასამდა და დამთავრდა, - ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში კითხვას, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესაძლებლობის თაობაზე.

პრეზიდენტის თქმით, ახლა შექმნილი პოლარიზაციის დასრულებაზე პასუხისმგებლობა თავად ხელისუფლებამ უნდა აიღოს. სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას მიმართ განაჩენის გამოტანა მაშინ, როცა სტატუსის მინიჭების საკითხზე ქვეყანა გადაწყვეტილებას ელოდებოდა, გაუგებარი იყო.

„ძალიან კარგად იცოდნენ იმ დროს, როცა დანიშნეს სასამართლო, რომ ეს რეაქციები იქნებოდა. ესეც არის ერთ-ერთი ისეთი ნაბიჯი, რომელიც გაუგებარია, რატომ აკეთებ იმ დროს, როცა იცი, რომ ყველა შუქი შენზეა.

ამ დეპოლარიზაციაზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თვითონ ხელისუფლებამ, რომ არ გადადგას უდროო ნაბიჯები“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის ბრალდებას იმის თაობაზე, რომ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის მხრიდან მასზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი და ამ კონტექსტში მმართველ პარტიაში გაკეთებულ განცხადებებს, პრეზიდენტის თქმით, „ძალიან ცუდია, როცა ელჩის მიმართ ბრალდებები ისმის იმის გამო, რომ ვიღაცებმა რაღაცები თქვეს“.

„მე არ ვიცი რა მოხდა. ამერიკის ელჩი ამას არ ადასტურებს. ძალიან ცუდია, როცა ბრალდებები ისმის საჯაროდ ამერიკის ელჩზე იმიტომ, რომ ვიღაცებმა რაღაცები თქვეს და როცა ეს არის უმრავლესობის მიერ გადაკეთებული როგორც ბრალდება ფორმალური ამერიკის ელჩზე დ „მესიჯ ბოქსი“ ყველასი არის ერთი და იგივე, რომ უნდა პასუხი გაეცეს, ძალიან უხერხულია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია