„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ხელისუფლებას ელჩების დისკრედიტაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ჩაჩავა ხელისუფლებას მიმართავს, მყისიერად შეწყვიტოს ელჩების დისკრედიტაცია და მათზე პირადი სახის თავდასხმები, დაუბრუნდეს კონსტურქციულ გარემოს და სამუშაო პროცესს, დაიწყოს 12 ნაბიჯის განხორციელებაზე ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული სამუშაო პროცესი.

როგორც ქეთევან ჩაჩავა განცხადებაში აღნიშნავს, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიმართ გავრცელებული დეზინფორმაცია, ბულინგი და პირადი თავდასხმები, რომელიც ბოლო პერიოდში ხორციელდება ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, აჩენს განცდას, რომ არის ორგანიზებული და აქვს კამპანიის სახე.

„სამოქალაქო სექტორის შემდეგ, დისკრედიტაციის და დეზინფორმაციის მსხვერპლი ამჯერად გახდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ელჩები საქართველოში: ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ქნ. კელი დეგნანი და ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი ბნ. კარლ ჰარცელი.

ჩვენი დასავლელი პარტნიორები: აშშ და ევროკავშირი, 30 წელზე მეტია საქართველოსთვის დაუღალავად შრომობენ, რათა დაგვეხმარონ შევქმნათ დემოკრატიული, სამართლიანი და ძლიერი საქართველო. ყველა სახის დისკრედიტაცია, ბულინგი და შეურაცხყოფა, რომელიც მიმართულია ჩვენი პარტნიორების მიმართ არის დამაზიანებელი ორმხრივ ურთიერთობებში და ეს მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და ჩვენ გვაფერხებს ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობაში.

დროა, ხელისუფლებამ და მმართველმა პარტიამ მყისიერად შეწყვიტონ ელჩების დისკრედიტაცია და მათზე პირადი სახის თავდასხმები! დაუბრუნდნენ კონსტურქციულ გარემოს და სამუშაო პროცესს! დაიწყონ 12 ნაბიჯის განხორციელებაზე ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული სამუშაო პროცესი, რომელიც მათი პირდაპირი მოვალეობაა, დისკრედიტაციული კამპანიის წარმოებისგან განსხვავებით.

მინდა სრული სოლიდარობა, დიდი პატივისცემა და მხარდაჭერა გამოვუცხადო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში ქალბატონ კელი დეგნანს და ევროკავშირის ელჩს საქართველოში ბატონ კარლ ჰარცელს. მინდა მადლობა გადავუხადო მათ მეგობრობის, სტრატეგიული პარტნიორობისა და მხარდაჭერისათვის“,- აცხადებს ქეთევან ჩაჩავა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს