მეხანძრე-მაშველები ქართულ-ამერიკულ სწავლებებში მონაწილეობას მიიღებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატსა და საქართველოს შორის პარტნიორობის პროგრამის (State Partnership Program) დირექტორი, ვიცე-პოლკოვნიკი პატრიკ ფეარფაქსი ეწვია. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სტუმარს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა უმასპინძლა. ამერიკელ პარტნიორთან შეხვედრაზე მან მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა.

„მხარეებმააგვისტოში დაგეგმილი ორი სწავლების დეტალები განიხილეს, რომლებიც ბორჯომის მუნიციპალიტეტსა და რაჭაში ჩატარდება. ერთი მათგანი სწრაფ წყლებში სამაშველო სამუშაოებს, ხოლო მეორე - სამთო-სამაშველო წვრთნებს მოიცავს.

სწავლებებში ჩართული იქნება 50-მდე მეხანძრე-მაშველი, რომლებსაც ამერიკელი პარტნიორები მოამზადებენ. აღნიშნული წვრთნების მიზანია, პირველადი მორეაგირეების შესაძლებლობების დახვეწა, ასევე, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობისა და უწყებათშორისი კოორდინაციის განვითარება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის თანამშრომლობის ოფისთან 2016 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს. ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში, სამსახურს სხვადასხვა სახის სახანძრო ტექნიკა და სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა, როგორც მეხანძრე-მაშველთა სწავლებისთვის, ასევე, უშუალოდ რეაგირებისთვის,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა