არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ქართული ჯარის კვების რაციონს გაეცნენ

არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ იმყოფებოდნენ, სადაც მათ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უმაღლესი სტანდარტებით აშენებულ ახალ სასადილოში სტუმრები ჯარისკაცის კვებითი მომსახურების პირობებსა და მრავალფეროვან რაციონს გაეცნენ. არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა სამხედროებთან ერთად „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.

„სამხედროების კვებითი მომსახურების სტანდარტებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ქართული ჯარი უმაღლესი ხარისხის პროდუქტით, მათ შორის უმაღლესი ხარისხის ქართული, გაუყინავი საქონლისა და ღორის ხორცით მარაგდება. პროდუქტის ხარისხსა და სასადილოებს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი, სურსათის ეროვნული სააგენტო და სამხედრო პოლიცია ამოწმებს. თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ნაწილში განახლებულია სასადილო და კვების ობიექტები. ინფრასტრუქტურა აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები კრწანისში „თავდაცვის უმაღლესი კურსის“ ფარგლებში იმყოფებოდნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა