„ჯივიპი“ თბილისში მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩაზე მდებარე სერვის ცენტრს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განაახლებს

25 ივლისიდან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” თბილისში, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10-ში მდებარე ცენტრალური სერვის ცენტრის განახლების პროცესს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარემონტო სამუშაოს შედეგად სერვის ცენტრის მომსახურების სივრცეები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდება და აღიჭურვება.

„სარემონტო სამუშაოების გამო კომპანიის მომხმარებლები ადგილზე მომსახურების მიღებას როგორც ალტერნატიულ ოფისებში, ასევე დისტანციურად შეძლებენ. ჯივიპის აბონენტებს ისნის რაიონში, შუამთის ქ. N10ბ-სა და გლდანის რაიონში, ა. ვასაძის ქ. N12-ში მდებარე სერვის ცენტრები მოემსახურებათ.

ცენტრალური სერვის ცენტრის განახლების პერიოდში მომხმარებლებს ადგილზე ვიზიტის ნაცვლად განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge-ზე შეეძლებათ. განცხადების დარეგისტრირებისა და პროცესის დასრულების შემდეგ აბონენტი პასუხს კვლავ ელექტრონული ფოსტით მიიღებს.

დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვებ-გვერდზე www.gwp.ge, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის - 2 931111 და ონლაინ ჩათის მეშვეობით.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოდერნიზებული მომხმარებლის სივრცე სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე განაგრძობს მომხმარებლების ადგილზე მიღებასა და მაღალი ხარისხით მომსახურებას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა