„საქსტატი“ - 2020 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 13.9%-ით არის გაზრდილი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 0.7%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 4.5% შეადგინა.

მათი ცნობით, 2020 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 13.9%-ით არის გაზრდილი.

„RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

2022 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (2.2%). ამავე პერიოდში, ფასები შემცირდა კერძო სახლების სეგმენტში (-2.4%). 2021 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ბინების სეგმენტში 8.2%-ით, ხოლო კერძო სახლების სეგმენტში ფასები შემცირდა 3.5%-ით”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა