დიღმის მასივში ავტოფარეხების ნაცვლად, მოსასვენებელი სივრცე მოეწყო

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიღმის მასივში, მეოთხე კვარტლის მე-17 და მე-18 კორპუსების მიმდებარედ, ავტოფარეხების ადგილზე, მოსასვენებელი სივრცე მოეწყო.

მათივე ცნობით, დიდუბის გამგეობამ გასულ წელს ადგილობრივი მცხოვრებლების თანხმობით, ავტოფარეხების დემონტაჟი განახორციელა. შემდგომ მოსახლეობასთან შეთანხმებით, მოსასვენებელი სივრცის პროექტი მომზადდა და მშენებლობა დაიწყო.

„პროექტის მიხედვით, დეკორატიული ფილები დაიგო, ტერიტორია უსაფრთხოების მოაჯირებით შემოისაზღვრა, განათების სისტემა მოეწყო. სივრცეში საბავშვო და სპორტული ზონები განთავსდა. ტერიტორიაზე საპარკე ინვენტარი დაიდგა, რულონური ბალახი დაიგო.

დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანთან და თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

აღნიშნული მოსასვენებელი სივრცის მშენებლობა კომპანია „ზმ ჯგუფმა“ განახორციელა. სამუშაოების ჩასატარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 310 000 ლარი გამოიყო,“ - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა