გარემოს ეროვნულ სააგენტოში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს პრაქტიკული სამუშაოები ჩაუტარდათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სტუდენტები გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორის, ლიანა ქართველიშვილის ლექციას „კლიმატოლოგია და ჰავის რესურსები" დაესწრნენ.

გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ლექციის ფარგლებში სტუდენტები გარემოს ეროვნული სააგენტოს კომპლექსურ მეტეოროლოგიურ სადგურში იმყოფებოდნენ, სადაც ჰაერისა და ნიადაგის ტემპერატურის, სინოტივის, მზის რადიაციის საზომი ხელსაწყოების, მათ შორის, ბარომეტრის, რომელიც ერთადერთია საქართველოში, მუშაობის პრინციპს გაეცნენ.

პრაქტიკული სამუშაოები სტუდენტებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაშიც ჩაუტარდათ. სტუდენტებმა, ლაბორატორიის თანამშრომლებთან ერთად, ბიოლოგიური და ქიმიური მეთოდებით ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის კვლევებში მიიღეს მონაწილეობა.

სტუდენტები მეტეოროლოგიური გამზომი საშუალებების საკალიბრაციო ლაბორატორიაშიც იმყოფებოდნენ. აღნიშნული ლაბორატორია უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით განთავსებული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურების გეგმურ კალიბრაციას, რაც ზრდის ატმოსფერული წნევის, ტემპერატურის და ტენიანობის გაზომვის ხარისხს, ასევე, მინიმუმამდე ამცირებს ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების გაზომვების ცდომილებას.

აღსანიშნავია, რომ ლექცია-სემინარები გარემოს ეროვნული სააგენტოს წამყვანი სპეციალისტების მიერ გეოგრაფია-გეოლოგიის დარგის სპეციალობის სტუდენტებისთვის ყოველწლიურად ტარდება და მათ კვალიფიკაციის ამაღლებაში, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა