მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მესამე სხდომა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მესამე სხდომა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხდომას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი დაესწრო.

სააგენტოს ინფორმაციით, კომისიამ სულ 27 საკითხი განიხილა. აქედან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარმოდგენილი იყო 24 საკითხი, რომელთაგან დადებითი რეკომენდაცია 20 საკითხზე გაიცა, 2 არ დაკმაყოფილდა და 2 საკითხზე ხარვეზი დადგინდა. ასევე, სომხური მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის 3 საკითხი განიხილეს. სამივე საკითხზე კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება გამოიტანა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს