გიორგი ვაშაძე - იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი მალე იტყვის, რომ “ქართული ოცნება“ პრორუსული ძალაა - პრეზიდენტის საუბარში ამის სიმპტომები იყო

„ქართული ოცნების“ მიმართ პრეზიდენტის განცხადებებს ბოლო ბწკარი აკლდა - იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი მალე იტყვის, რომ “ქართული ოცნება“ პრორუსული ძალაა - პრეზიდენტის საუბარში ამის სიმპტომები იყო, - აღნიშნული შეფასება პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

ვაშაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის მთავარი გზავნილი იყოს ის, რომ “ქართული ოცნება“ დასავლური განვითარებისა და ინტეგრაციის გზას ასცდა, არის ანტიამერიკული, ანტიევროპული და შესაბამისად, ანტიქართული პოლიტიკური ძალა.

“პრეზიდენტმა ძალიან სწორად თქვა, რომ ახლა როდესაც რუსეთი ჩვენს ტერიტორიას - ბიჭვინთას იტაცებს და ხელისუფლება ამაზე არაფერს ამბობს, ხოლო ამის პარალელურად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს, ევროპარლამენტარებს, დასავლეთს არა მარტო თავს ესხმის, არამედ ომის დაწყებაში ადანაშაულებს მათ, ეს არის ანტიქართული ქმედება - ეს არის პრორუსული პოლიტიკური ძალა. აგერ თქვენ და აგერ მე - მათ შორის პრეზიდენტს მოუწევს, რომ “ქართულ ოცნებას“ თავისი დიაგნოზი დაუსვას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება