ირაკლი კოვზანაძე მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე მსოფლიო ბანკის სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასების მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, საუბარი სახელმწიფო ხარჯების კონტროლს, მათ შორის, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშების განხილვას და რეკომენდაციების შესრულებას შეეხო.

მათივე ინფორმაციით, ირაკლი კოვზანაძემ სტუმრებს ინფორმაცია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშგების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის საქმიანობის შესახებ მიაწოდა, რომელიც დაკომპლექტებულია, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებისგან.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებით აუდიტის ჯგუფს მუდმივმოქმედი სტატუსი მიენიჭა, მისი რეფორმირება და გაძლიერება მოხდა, რომელიც გერმანიის ბუნდესტაგში არსებულ მოდელს შეესაბამება და რაშიც კომიტეტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) დაეხმარა.

აღინიშნა, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ძირითადი მანდატი საპარლამენტო ზედამხედველობაა, მათ შორის სახელმწიფო აუდიტის მიმართულებით.

„მხოლოდ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე კომიტეტის სხდომაზე აუდიტის ჯგუფის 17 ანგარიში განვიხილეთ და 134 რეკომენდაცია დავამტკიცეთ, რომლებიც რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

პარლამენტის ცნობითვე, შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე ესწრებოდა, რომელიც ამავდროულად კომიტეტთან არსებული აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს