სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის თანამშრომლები, საფრანგეთის სურსათის, გარემოს და შრომის უსაფრთხოების სააგენტოს (ANSES) ცხოველთა დაავადებების ლაბორატორიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტი სამეცნიერო პროექტის „აზერბაიჯანსა და თურქეთში ბრუცელოზის ბიოზედამხედველობა“ ფარგლებში განხორციელდა.

უწყების ცნობით, პროექტის მონაწილე მხარეებმა ბრუცელოზის დიაგნოსტიკის ახალი მეთოდები და მაღალი მგრძნობელობის სადიაგნოსტიკო საშუალებები განიხილეს.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბრუცელოზის წინააღმდეგ საკონტროლო ღონისძიებები აქტიურად ტარდება. პროექტის ფარგლებში ოპერაციული პროცედურების სტანდარტიზაცია მიმდინარეობს, რათა, ერთიანი სისტემით მუშაობა და რეგიონში არსებული შედეგების შეჯამება მოხდეს.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს. თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და მიმდინარეობს“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო