ვიოლა ფონ კრამონი - საქართველოს დევიზია: „ძალა ერთობაშია“ - სამწუხაროდ, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მომუშავე პარალელური ჯგუფების არსებობა არც ერთიანობის და არც ძალის დემონსტრირებას არ ახდენს

საქართველოს დევიზია „ძალა ერთობაშია“ - სამწუხაროდ, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მომუშავე პარალელური ჯგუფების არსებობა არც ერთიანობის და არც ძალის დემონსტრირებას არ ახდენს , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა.

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსი არა რომელიმე ერთი პარტიის, არამედ ერთიანი პოლიტიკური კლასის მიერ მიიღწევა და ამ პროცესში ყველა თავის წვლილს შეიტანს.

„საქართველოს დევიზია „ძალა ერთობაშია“ - სამწუხაროდ, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მომუშავე პარალელური ჯგუფების არსებობა არც ერთიანობის და არც ძალის დემონსტრირებას არ ახდენს. ევროკავშირის კანდიდატობა არა ერთი პარტიის, არამედ ერთიანი პოლიტიკური კლასის მიერ მიიღწევა. ყველას შეაქვს წვლილი, ყველა იღებს ამ წვლილის აღიარებას“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისა და შესაბამისი კანონის პროექტების მომზადების მიზნით, ოპოზიცია ცალკე პროცესს იწყებს და ალტერნატიული სამუშაო ფორმატების შექმნას გეგმავს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს