„საქართველოს ფერმერთა ასოციაცია" შვედი პარტნიორების დახმარებით რეგიონულ აქტივობას აფართოებს

„საქართველოს ფერმერთა ასოციაციის” მმართველმა გუნდმა და კახეთის ოფისის თანამშრომლებმა შვედეთის საელჩოსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) წარმომადგენლებს რეგიონის მასშტაბით ასოციაციის საქმიანობა გააცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს ფერმერთა ასოციაცია” ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კახეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ხუთ ფერმერთან, რომლებიც საკუთარ აგროსაქმიანობას ასოციაციასთან აქტიური თანამშრომლობით ახორციელებენ და რეგიონის სოფლის მეურნეობის განვითარებაში საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. პროფესიულ კოლეჯ „პრესტიჟში“ შვედი პარტნიორები ასევე გაეცნენ აგრომიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც ასოციაციასთან აქტიური თანამშრომლობით ხორციელდება.

„საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ქვეყნის მასშტაბით ყველა ფერმერისა და აგროსაქმიანობაში ჩართული ორგანიზაციისთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი პროექტები, მრავალფეროვანი სერვისები და საგრანტო თუ საგანმანათლებლო შესაძლებლობები. მოხარულები ვართ, რომ შვედეთის სამეფოსთან, მათ საელჩოსთან და საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსთან წარმატებული პარტნიორობის გამოცდილება გვაქვს. მათი აქტიური დახმარებით საქართველოს ფერმერთა ასოციაციის რეგიონული აქტივობა მუდმივად იზრდება და არაერთ მნიშვნელოვან პროექტსა და ინიციატივას აერთიანებს. ამ ტიპის ვიზიტით ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მომდევნო თვეებში ქვეყნის სხვა რეგიონებსაც ვეწვევით“, - განაცხადა "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ თორიამ.

შვედეთის მხარდაჭერით მიმდინარე წელს „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ რეგიონული ოფისები სრული დატვირთვით ამოქმედდა თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ახალციხეში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა