საქართველოს თავდაცვის ძალები საინჟინრო გვარეობის დღეს აღნიშნავს

საქართველოს თავდაცვის ძალები 23 ივლისს საინჟინრო გვარეობის დღეს აღნიშნავს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალების საინჟინრო ქვედანაყოფების სწავლება „დასავლეთის ზღუდე“ 2022“ საჩვენებელი წვრთნებით დასრულდა. სწავლება ორფოლოს პოლიგონზე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლებაში დასავლეთის სარდლობის საინჟინრო ქვედანაყოფებთან ერთად, საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი მონაწილეობდა. წვრთნების მიზანს საინჟინრო მხარდაჭერის კუთხით ქვედანაყოფების მომზადებისა და საშტაბო დაგეგმარების პროცესის დონის ამაღლება წარმოადგენდა. წვრთნებში ჩართულმა პირადმა შემადგენლობამ თეორიულად შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები დღისა და ღამის პირობებში პრაქტიკული სავარჯიშოებით დახვეწეს.

წვრთნების დასკვნით ფაზას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და ქვედანაყოფების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ და მიმდინარეობას დააკვირდნენ. ქვედანაყოფები საინჟინრო დაზვერვის, დანაღმული ველების მომზადების, ფეთქებადი და არაფეთქებადი დაბრკოლებების მოწყობის, გასასვლელების გახსნა-ჩაკეტვის ორგანიზების ოპერაციებს კოორდინირებულად ახორციელებდნენ. სწავლების პროცესში ყურადღება ძირითადად მობილურობისა და კონტრმობილურობის ოპერაციებზე იყო გამახვილებული.

ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2022
გიორგი კუნაძე - რუსეთის რეჟიმის  კრახი გარდაუვალია, დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია
საქართველოს უძრავი ქონების პირველად ბაზარზე ფასების ცვლილების დინამიკა 2022 წლის ზაფხული (R)
სს ლიბერთი ბანკის საცალო საბანკო საქმის მიმართულების დირექტორად თორნიკე კორძაია დაინიშნა
USAID-ის პროგრამის ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის’’ და  ,,ტრანსფორდის“ ერთობლივი ინიციატივით 43 ადამიანი დასაქმდა