უსაფრთხოების ზაფხულის სკოლა დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტი “უსაფრთხოების ზაფხულის სკოლა” დაიწყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, პროექტი დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. ზაფხულის სკოლის პირველი დღე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ შენგელი ფიცხელაურმა გახსნა და სკოლის მონაწილე სტუდენტებთან ლექცია გამართა.

მათივე ცნობით, შენგელი ფიცხელაურმა უსაფრთხოების სფეროსა და უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურის შესახებ ისაუბრა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.პროექტში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები მონაწილეობენ.

სკოლის მონაწილეებს სართაშორისო, რეგიონული და ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას ქართველი და უცხოელი ექსპერტები ჩაუტარებენ.

პროექტის პარტნიორები საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები არიან. უსაფრთხოების სკოლა ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში მეორედ ტარდება და 5 აგვისტოს დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო