სურსათის ეროვნული სააგენტო - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები უამინდობის პირობებში ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით მუდმივად ხორციელდება

დასავლეთ საქართველოში, ბოლო კვირების განმავლობაში არსებული უამინდობის მიუხედავად, როცა ფართობებში სპეციალიზებული ტექნიკის შესვლა და მუშაობა შესაძლებელია, სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს ინტენსიურად ატარებს. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნულის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფართობები თერმული ნისლით და ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება.

ფაროსანასთან ბრძოლისას გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც ასევე ეფექტურია მცენარეთა სხვა მავნებლების (სიმინდის ხვატარი, სიმინდის ფარვანა, ბუგრები) საწინააღმდეგოდ.

„სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებთან ერთად, ამ პერიოდში უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა. სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებს მოუწოდებს, სპეციალისტების მიერ რეკომენდებული პრეპარტებით და დადგენილი სქემით, აგროღონისძიებები შეუფერხებლად განახორციელონ, რათა გასულ წლებში მიღებული თხილისა და სიმინდის მაღალი ხარისხის მოსავალი შეინარჩუნონ.

დღეისათვის დასავლეთ საქართველოში მცირემოცულობიანი და თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 33 210.50 ჰექტარი ფართობი, მათ შორის:

სამეგრელო ზემო-სვანეთში - 15174.75 ჰექტარი;

იმერეთში -11334.25 ჰექტარი;

გურიაში - 5520.75 ჰექტარი;

რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 140.25 ჰექტარი;

აჭარაში -1040.5 ჰექტარი;

სულ განთავსებულია 22 ათასამდე სპეციალური სადგური“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს