ანონსი 25 ივლისი

25 ივლისს, 09:30 საათზე, რიგით მეექვსე, საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ გაიხსნება, რომლის ორგანიზატორები არიან საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა (CLDP).

მის.: სასტუმრო „ჰილტონ ბათუმი", რუსთაველის გამზ. 40, ბათუმი 6010 საქართველო

საკონტაქტო: მარიკა ლაცაბიძე - 599 72 88 01

25 ივლისს, 09:30 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ევროკავშირის მხარდაჭერით, არაგადამდებ დაავადებათა მულტისექტორულ ფორუმს გამართავს.

მის: შერატონ მეტეხი პალასი (თელავის ქ. 20)

საკონტაქტო: 551 15 07 73

25 ივლისს, 10:00 საათზე პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე და პარტიის წევრები მოინახულებენ უსინათლოთა კავშირის წევრებს, ლელა და ცირა ვეფხვაძეებს, რომლებიც სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლების გამო თვეზე მეტია შიმშილობენ.

მის: ბოჭორმის 23. საქართველოს უსინათლოთა კავშირი.

საკონტაქტო: 598 43 30 23

25 ივლისს, 10:15 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან, აბდულა შაჰიდთან შეხვედრას გამართავს.

მის: დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

25 ივლისს, 10:30 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტები ქობულეთის მუნიციპალიტეტში, გაერთიანებული თემატური მოკვლევის ჯგუფის გასვლითი სამუშაო შეხვედრას გამართავენ.

მის: სასტუმრო „Georgia Place“, ქობულეთი

25 ივლისს, 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, პოსტრაბჭოთა სივრცეში პირველად, შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესს (International Comparative Literature Congress) უმასპინძლებენ.

მის: სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“

25 ივლისს, 11:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საპარლამენტო ოპოზიციის წევრების შეხვედრა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

25 ივლისს, 11:00 საათზე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ყოფილი მოსამართლის, მაია ბაქრაძის საქმეზე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: სოციალური სამართლიანობის ცენტრმა უპასუხა მაია ბაქრაძის საქმეზე ევროსასამართლოში მთავრობის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებს.

მის: ი. აბაშიძის 12 ბ (სოციალური სამართლიანობის ცენტრი ოფისი)

საკონტაქტო: 593 73 75 03

25 ივლისს, 11:30 საათზე, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: საგზაო უსაფრთხოების ექსპერტები სანქციების გამკაცრებას და დამრღვევი მძღოლებისთვის ქულების მაქსიმალურად ჩამოკლებას ითხვენ. რატომ არ მუშაობს ფულადი ჯარიმები, რატომ უნდა გაიზარდოს ქელების ჩამოკლება და რას ითვალისწინებს ახალი საკანონმდებლო პაკეტი.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: 599726565

25 ივლისს, 12:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით, მიმდინარე თემატური მოკვლევის ფარგლებში ზეპირი მოსმენა გაიმართება.

მის: საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

25 ივლისს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ინგოროყვას 7

25 ივლისს, 17.00 საათზე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, მცხეთაში, პარტიის მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ლიდერებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდებიან.

მის: მცხეთა, აღმაშენებლის, 156

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა