შსს-ს თანამშრომლებმა სხვადასხვა ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მსოფლიო ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიპოვეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჰოლანდიაში, ქალაქ როტერდამში, სხვადასხვა ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ ოლიმპიადაზე - "პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიური თამაშები - 2022" ოქროს მედლები მოიპოვეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კალანდაძემ ძალისმიერ წოლჭიმში, 74-კილოგრამიანთა კატეგორიაში მეტოქე დაამარცხა, პირველ ადგილზე გავიდა და ოქროს მედალი მოიპოვა.

„სპორტის ამავე სახეობაში, ასევე პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ლევან გილიგაშვილმა, რომელიც 83-კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

აღსანიშნავია, რომ თეიმურაზ კალანდაძესა და ლევან გილიგაშვილს არაერთი საერთაშორისო ტიტული აქვთ მოპოვებული. ისინი საქართველოს, ევროპის და აზიის მრავალგზის ჩემპიონები არიან. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის ქალაქ როტერდამში მიმდინარე მსოფლიო ოლიმპიადაში, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობას მოიცავს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა წარმომადგენლები შესაბამის სახეობასა და წონით კატეგორიაში მონაწილეობას განაგრძობენ“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა