გიორგი ბოტკოველი - მოსავალს შემოსეულია მავნებელი, სიმინდის ჭია, რომელიც ანადგურებს მას - მოვუწოდებ მთავრობას, დაუყოვნებლივ დაიწყოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა

კატასტროფული მდგომარეობაა საქართველოს რეგიონებში - მოსავალს შემოსეულია მავნებელი, სიმინდის ჭია, რომელიც ანადგურებს მას - მინდა მოვუწოდო მთლიანად მთავრობას და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ დღეს, მოსახლეობის ერთადერთი სარჩო, შემოსავლის ერთადერთი წყარო გადავარჩინოთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მავნებელი სიმინდის მოსავალს ანადგურებს როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში.

„კატასტროფული მდგომარეობაა საქართველოს რეგიონებში. უკვე ოც დღეზე მეტია დაწყებული აღმოსავლეთ საქართველოდან დასრულებული დასავლეთ საქართველოთი მოსავალს შემოსეულია მავნებელი, რომელიც ანადგურებს ერთადერთ შემოსავლის წყაროს. საუბარია სიმინდის ჭიაზე, რომელიც მასიურად არის მოდებული.

საქართველოს მთავრობის მხრიდან, არც ერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა იმისთვის, რომ რამენაირად დახმარება აღმოუჩინონ მოსახლეობას. რა თქმა უნდა, ეს გასაგებიც არის იმ დროს, როდესაც საქართველოს მთავრობა ძირითადად თავის მიზნობრივ პროგრამებს ახორციელებს მხოლოდ იმ დროს, როდესაც ის რაღაც სარგებელს ელის მოსახლეობიდან და არის საარჩევნო წელი. დაწყებული მიწის რეფორმიდან და იმ პროცესიდან, რომ რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო სრულად ის ნაკვეთები, რომლებიც მოსახლეობას გააჩნია ფაქტობრივ სარგებლობაში და თეა წულუკიანის დაწყებული რეფორმა დღეს ფაქტობრივად მოშლილია და არ მუშაობს. ადამიანებს ეუბნებიან, რომ 2024 წლამდე მოხდება მათი ნაკვეთების რეგისტრირება, თუ არადა მათ უნდა გაიარონ მთელი რიგი პროცედურები და გადაიხადონ ძალიან დიდი თანხები იმისთვის, რომ ხელისუფლების მხრიდან გამოყოფილი ის თანხები მიიღონ, რომელსაც ღარიბაშვილი წინასაარჩევნოდ აცხადებს ხოლმე.

მე მინდა მოვუწოდო მთლიანად მთავრობას და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუყოვნებლივ დავიწყოთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ დღეს, მოსახლეობის ერთადერთი სარჩო, შემოსავლის ერთადერთი წყარო გადავარჩინოთ“, - განაცხადა ბოტკოველმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია