პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ ბიჭვინთის საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებას გეგმას სთავაზობს

პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ ბიჭვინთის საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებას გეგმას სთავაზობს.

პარტიის ლიდერის ანა დოლიძის თქმით, მათ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ურთიერთობასთან დაკავშირებით, 4- პუნქტიანი გეგმა აქვთ.

„როგორც ცნობილია, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების პროექტით, 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. აფხაზეთის საზოგადოების ნაწილი, ოპოზიციურად განწყობილი და ნაკლებად პოლიტიზებული მოსახლეობაც კი აღნიშნული შეთანხმების წინააღმდეგია.

აქედან გამომდინარე, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის თქმით, პარტიას აქვს 4 პუნქტიანი გეგმა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ურთიერთობასთან დაკავშირებით: 1) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - წარმოადგინოს გეგმა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობისთვის ფედერალური სტატუსის შეთავაზების შესახებ. 2) ეროვნული უსაფრთხოების საბჭო - დაუყოვნებლივ მოწვეულ იქნას ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომელიც განიხილავს აღნიშნულ საკითხს. 3) სახალხო პოლიტიკის დანერგვა - ხელისუფლებამ წარმოადგინოს ახალი სამშვიდობო - სახალხო პოლიტიკა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის მოსახლეობასთან მიმართებაში, რომელიც გულისხმობს წინადადებების შემუშავებას სოციალური თუ ეკონომიკური მიმართულებით. 4) საერთაშორისო ზეწოლა - საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთოს განცხადება, რომელიც დაგმობს რუსეთის მხრიდან ტერიტორიის მითვისებას საერთაშორისო სამართლებრივი არგუმენტებით. ამასთანავე, შეასრულოს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა და გაატაროს მთელი რიგი ღონისძიებები. კერძოდ, აქტიურად ითანამშრომლოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, გამართოს მაღალი რანგის შეხვედრები სტრატეგიულ პარტნიორებთან“, - აღნიშნულია პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება