გია ვოლსკი ოპოზიციის ალტერნატიულ სამუშაო პროცესზე - ეს არის პოლარიზაციისა და დაპირისპირების რეჟიმის შენარჩუნების მცდელობა

ეს არის პოლარიზაციისა და დაპირისპირების რეჟიმის შენარჩუნების მცდელობა, - ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ინიცირებულ ალტერნატიულ სამუშაო პროცესს, რომლის მიზანიც ევროკომისიის 12-პუნქტის შესრულებაზე კანონპროექტების მომზადებაა.

ვოლსკის შეფასებით, „რადიკალური ოპოზიციის სტრატეგიული გეგმა, რომელსაც რევოლუცია ჰქვია, ჩაფლავდა და ამ ჩაფლავების შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ საპარლამენტო ფორმატებში მუშაობაზე უარს იტყოდნენ“.

„პარალელური პროცესი, რომელიც ამოვარდნილია საკონსტიტუციო ფორმატიდან, საკუთარ თავს თავადვე ახასიათებს. თუკი ვინმეს მიმართ უნდობლობა შეიძლება გამოიხატოს, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც რადიკალიზმის, დესტაბილიზაციის და რევოლუციური პროცესების განვითარების მუდმივი მცდელობა აქვს. ეს ხალხი ამ ფორმატიდან ვერ ამოვარდა.

პარალელური პროცესიც სწორედ ამის მაჩვენებელია. ვერ შეძლეს რა რევოლუციის განვითარება, მათთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა საკონსტიტუციო ფორმატებში მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში