მოლდოვის პრემიერ-მინისტრი - ხალხს მეზობელ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოლდოვაში რუსების შემოჭრის ეშინია

მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცას განცხადებით, ერს მეზობელ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოლდოვაში რუსების შეჭრის ეშინია.

„რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებულები ვართ. ამის რისკი არსებობს. ჯერ კიდევ ჰიპოთეტური სცენარია, მაგრამ თუ საომარი მოქმედებები გადაინაცვლებს უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და ოდესისკენ, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან გვაღელვებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი ქვეყანა ერთადერთი არ არის, რომელსაც რუსეთის შეჭრის გამო შეშფოთების საფუძველი აქვს.

”ძალიან რთული ვითარებაა არა მხოლოდ მოლდოვისთვის, არამედ ნებისმიერი პატარა ქვეყნისთვის, ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც ეყრდნობა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. მოლდოვა უკრაინის შემდეგ ეკონომიკურად ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა ამ ომისგან. ჩვენ ვხედავთ ძალიან მაღალ ინფლაციას. ივნისში ინფლაციამ 32 პროცენტი შეადგინა“, - განაცხადა გავრილიცამ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ხალხი კეთილსინდისიერად უმკლავდება კრიზისს და დასძინა, რომ მისმა ქვეყანამ ნებაყოფლობით მიიღო დიდი რაოდენობით ლტოლვილები, მიუხედავად ფასისა.

„ჩვენ ვნახეთ, მაგალითად, გამოკითხვებში, რომ ლტოლვილების ძალიან დიდი რაოდენობის მიღების შემდეგაც კი, მოლდოველების 85 პროცენტი ამბობს, რომ უფრო მეტ ლტოლვილს მიიღებს, 50 პროცენტი კი მზადაა ნებისმიერ დროს უპირობოდ მიიღოს ისინი“, - დასძინა მინისტრმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე