საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისთვის ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი გაიხსნა

საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისთვის ევროკავშირის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ საქონლის შესყიდვების ბაზარი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილება ამ სიახლის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 2022 წლის 22 ივლისს გამოქვეყნდა და აღნიშნულს საფუძვლად დაედო ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის 2021 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ევროკომისიის მიერ დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი პირველი ეტაპის ვალდებულებების წარმატებით შესრულება საჯარო შესყიდვების სფეროში.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამ დრომდე ქართულ კომპანიებს ჰქონდათ სამართლებრივი შეზღუდვა, მონაწილეობა მიეღოთ ევროპულ ტენდერებში. ეს მოვლენა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ ბიზნესს უფლება ექნება, მიიღოს მონაწილეობა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ საქონლის შესყიდვებისათვის გამოცხადებულ ტენდერებში და ამ ბაზარზე გაუწიონ სამართლიანი კონკურენცია მსოფლიოს სხვა მიმწოდებლებს.

„საგულისხმოა, რომ ევროპაში ყოველწლიურად დაახლოებით 250 ათასი შემსყიდველი ორგანიზაცია ყიდულობს საქონელსა და მომსახურებას დაახლოებით 2 ტრილიონი ევროს ჯამური თანხის ოდენობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

https://ted.europa.eu/TED/browse/browseByMap.do

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა