„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სერვისების და პროდუქტების დანერგვას განაგრძობენ

“საქართველოს ბანკი” მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სერვისების და პროდუქტების დანერგვას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკმა მომხმარებელს მორიგი სიახლე შესთავაზა.

„საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, bogpay.ge- ეს არის „საქართველოს ბანკის” ციფრული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი სახლიდან გაუსვლელად, უსაფრთხოდ შეძლებს ისეთი ტრანზაქციების განხორციელებას, როგორიცაა: მობილურის ბალანსის შევსება; დაზღვევის, ინტერნეტის, ტელევიზიის, ამანათებისა და კომუნალურების გადახდა და სხვა.

ციფრული პლატფორმის ერთ-ერთი უპირატესობა მისი სიმარტივე, მოქნილობა, სანდოობა და უსაფრთხოებაა.

მათივე ცნობით, bogpay.ge-ზე ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელება ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი. ერთი თითის დაჭერა და გადახდა შესრულებულია. ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია 300-მდე სერვისი სხვადასხვა კატეგორიიდან. პირველად, ონლაინ, თანხის შეტანა „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე, ნებისმიერი ბანკის ბარათით არის შესაძლებელი. თანხა კი მომენტალურად აისახება 24/7-ზე.

„მოხარული ვართ, მომხმარებელს განახლებული, კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გადახდების ციფრული პლატფორმა შევთავაზოთ. Bogpay.ge-ზე გადახდები ხელმისაწვდომია მომხმარებლისათვის 24/7-ზე და გადახდა შესაძლებელია საქართველოში ლიცენზირებული ნებისმიერი ბანკის ბარათით. სხვა გადახდის მეთოდებისგან განსხვავებით, bogpay.ge-ზე საკმარისია მომხმარებელმა აირჩიოს სასურველი ტრანზაქცია და ყოველგვარი დამატებითი პროცედურის გარეშე, უსაფრთხოდ, მარტივად და სწრაფად განახორციელებს გადახდას. სამომავლოდ ვგეგმავთ პლატფორმას ისეთი სერვისებიც დავამატოთ, როგორიცაა სესხის დაფარვა. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე ახალი პროდუქტებისა და სერვისების დანერგვას“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

ინფორმაციისთვის, ამ ეტაპზე სერვისით სარგებლობა შესაძლებელი იქნება ვებ-გვერდის საშუალებით, მოგვიანებით კი დაემატება აპლიკაცია iOS და Android სისტემებზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს