ირაკლი კობახიძე - არახამიას სანქციას გამოუტანს უკრაინელი ხალხი, იმ ყველაფრის გამო, რაც მოუტანა უკრაინას - არახამია არის არაკაცი

არახამიას სანქციას გამოუტანს უკრაინელი ხალხი, იმ ყველაფრის გამო, რაც მოუტანა უკრაინას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიას განუცხადა, რითაც უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის დავით არახამიას გუშინ გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა.

ირაკლი კობახიძის თქმით, არახამია ძალიან ბევრ რამეზეა პასუხისმგებელი.

„ეს კაცი [არახამია] ვინ არის, ყველამ ძალიან კარგად იცის. რაც შეეხება სანქციებს, ერთადერთი ვის მიმართაც მე მგონი, ამოქმედდება სანქციები, ეს არის თვითონ არახამია და მას სანქციას გამოუტანს თვითონ უკრაინელი ხალხი, იმ ყველაფრის გამო, რაც მან მოუტანა უკრაინას. არახამია არის ძალიან ბევრ რამეზე პასუხისმგებელი და ამას ყველაფერს შეაფასებს პირველ რიგში უკრაინელი ხალხი“,- აცხადებს კობახიძე.

ამასთან, ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს დავით არახამიას განცხადებების იმ ნაწილზე, რომელიც უშუალოდ მას უკავშირდებოდა, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ „არახამია არაკაცია“.

„არახამია არ არის კაცი და მის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. არახამია არის არაკაცი“, - დასძინა კობახიძემ.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში