სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 26 ივლისს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დიდუბის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), აკაკი ბელიაშვილის, ჩაჩავას, ნოდარ ბოხუას, შალვა გოგიძის და ბათუმის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას III, V კვარტლების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის (ნაწილობრივ), სოფელი ლისის (ნაწილობრივ), შავგულიძის, შალვა ნუცუბიძის, მარგიანის, პიკასოს, ანა პოლიტკოვსკაიას, მინდელის, ძოწის, ერმილე ბედიას და ზურაბ ანჯაფარიძის ქუცების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, სამხედრო დასახლების, ზაჰესის დასახლების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი თხინვალას (ნაწილობრივ) და ავთო ვარაზის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფშავის, გედევანიშვილის, ჩიტაიას, კლდიაშვილის და ფიროსმანის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, არბოშიკის, ბოდბის, იალბუზის, იორის, ლუსინიანის და სამასი არაგველის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ასათიანის, ბერიძის, პაოლო იაშვილის, ინგოროყვას, ჩაიკოვსკის, ჭონქაძის, ვასო აბაშიძის და თაბუკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, სოფელი დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ენუქიძის, რაზიკაშვილის, გუმათგესის, ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, თვალჭრელიძის, ქიზიყის და რკინიგზის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ლევან მიქელაძის, აბულაძის, ირაკლი აბაშიძის, თენგიზ აბულაძის, შოვის, ყიფშიძის, თაქთაქიშვილის, რიგის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და კავსაძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა