გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი გააკეთა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი გააკეთა.

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, არსებობს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ კონკურსის ყველა ეტაპი წარმატებით გადალახოს.

„საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში განხორციელებული საქმიანობა, პროექტები, რეფორმები, ის პროგრესი, რომელიც ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში დავდეთ, გახლავთ ზუსტად ის კარგი წინაპირობა, რის საფუძველზეც მე კვლავ გადავწყვიტე მონაწილეობა მივიღო კონკურსში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, ინსტიტუციას სჭირდება გრძელვადიანად არჩეული ხელმძღვანელი, რომელიც უზრუნველყოფს მისი მიზნების რეალიზებას და გრძელვადიან პერსპექტივაში პროგრესის წარმოჩინებას. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ არსებობს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ კონკურსის ყველა ეტაპი წარმატებით გადავლახო და მქონდეს სათანადო მხარდაჭერა, რათა ადმინისტრაციასთან ერთად კვლავ მომეცეს შესაძლებლობა, რომ ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევები, გეგმები წარმატებით მივიყვანოთ ბოლომდე, რომ ქვეყანაში ჩატარებული ყოველი მომდევნო არჩევნები იყოს მაღალპროფესიულ დონეზე ადმინისტრირებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ორი წევრის თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი 13 ივლისს გამოაცხადა. ცესკოს თავმჯდომარეს და ცესკოს ორი წევრს უფლებამოსილების 6-თვიანი ვადა მიმდინარე წლის აგვისტოში ეწურებათ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა გამოსცა განკარგულება ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადების და შესაბამისი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ. დაინტერესებულ პირებს საბუთების წარდგენა 26 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას მესამედ იღებს. წინა ორ შემთხვევაში ის აღნიშნულ პოზიციაზე პარლამენტმა მხოლოდ 6-6 თვიანი ვადით აირჩია, რადგან მისი კანდიდატურის გარშემო პოლიტიკური სპექტრის კონსენსუსი არ არსებობდა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია