ხათუნა ბურკაძემ  ახალგაზრდებისათვის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ჰიბრიდულ გამოწვევებზე ტრენინგები ჩაატარა

ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ ახალგაზრდებისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ჰიბრიდულ გამოწვევებზე ტრენინგები ჩაატარა.

„ჯეოქეისის“ ინფორმაციით, აღნიშნული ტრენინგები, პროექტ “მედეგი ეთნიკური უმცირესობები დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ“ ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ორგანიზებითა და ნატო-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების (NATO PDD) მხარდაჭერით გაიმართა.

მათივე ცნობით, პროექტის მიზანია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისათვის ინფორმაციის მიწოდება დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის რისკების შესახებ, ასევე, რუსეთის მიერ გამოყენებული დეზინფორმაციული კამპანიების თაობაზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ, ევროპულ ინტეგრაციას.

ხათუნა ბურკაძემ ისაუბრა ჰიბრიდული ომის მახასიათებლებზე, მეთოდებსა და ჰიბრიდულ გამოწვევებზე, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კიბერშეტევებზე, დეზინფორმაციულ კამპანიებსა და ანტი-დასავლურ პროპაგანდაზე, რომელთა მიზანია ქვეყნის ეროვნული ინტერესებისათვის არსებითი ზიანის მიყენება. ასევე, მან მონაწილეებს გააცნო დეზინფორმაციასთან ბრძოლის საერთაშორისო პრაქტიკა.

“დეზინფორმაციასთან, როგორც ჰიბრიდულ გამოწვევასთან ბრძოლისათვის აუცილებელია სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება. ისინი შესაძლოა შემდეგ კომპონენტებს მოიცავდნენ: როგორ უნდა ავიცილოთ დეზინფორმაცია; როგორ გამოვავლინოთ დეზინფორმაცია; როგორ შევაფასოთ მისი გავლენა აუდიტორიაზე; როგორ შევქმნათ ფაქტებზე დაფუძნებული ნარატივი დეზინფორმაციის შედეგად გამოწვეული ნეგატიური, დესტრუქციული გავლენის დასაძლევად; როგორ მივიტანოთ ფაქტებზე დაფუძნებული ნარატივი აუდიტორიამდე; როგორ განვახორციელოთ მონიტორინგი შედეგის გასაანალიზებლად; როგორ დავგეგმოთ სამომავლო აქტივობები დეზინფორმაციის მოსალოდნელი შემდეგი ციკლის თავიდან ასაცილებლად. შესაბამისად, ამ პრინციპების განვითარება ხელს შეუწყობს სისტემური მიდგომის დანერგვას და დეზინფორმაციულ კამპანიებთან ეფექტიან გამკლავებას ან საუკეთესო შემთხვევაში, მათ თავიდან აცილებას”, - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.

ლექციების დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა სიმულაციაში, რომლის ამოცანა იყო კონკრეტული დეზინფორმაციული კამპანიის გამოვლენა და მასთან ბრძოლის საშუალებების იდენტიფიცირება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა