გლდანის ა მიკრორაიონის N50 - 52 კორპუსებთან სკვერი მოეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა რეკრეაციული სივრცეების მოწყობას აგრძელებს. ამჯერად, სკვერის მოწყობის სამუშაოები ა მიკრორაიონის N 50 - 52 კორპუსებთან დაიწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის შედეგად, განთავსდება ბავშვთა გასართობი სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი.

მათივე ცნობით, ასევე, დაიგება ბალახი და განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 150 000 ლარამდე დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო. ისინი მოსახლეობას შეხვდნენ და სკვერის პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს