შალვა პაპუაშვილი - ლევან ვარშალომიძე არათუ სიტყვით გამოსულა პარლამენტში, ერთხელაც არ დასწრებია სხდომებს, ხელფასის სახით კი მიღებული აქვს 56 000 ლარი

თუკი სტატისტიკა აინტერესებთ, ერთ სტატისტიკაზე შემიძლია ვისაუბრო, მაგალითად, ბატონი ლევან ვარშალომიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არათუ სიტყვით გამოსულა პარლამენტში, ის ერთხელაც არ დასწრებია სხდომებს - 56 000 ლარი მხოლოდ ხელფასად აქვს მიღებული ამ პერიოდის განმავლობაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშს მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შესახებ და რომელსაც ორგანიზაცია უარყოფითად აფასებს.

პაპუაშვილის თქმით, ამ ტიპის ანგარიშებს ყურადღებით აკვირდება, რადგანაც ის პარლამენტს შეეხება.

„ერთი მხრივ, გასაგებია სტატისტიკის წარმოება და არითმეტიკა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მანიპულაციის საფუძველი არ გახდეს. არსებობენ ისეთი დეპუტატები, რომლებიც სიტყვითაც არ გამოსულან... მათ შორის, ამ მოწვევის პარლამენტში ჯერ კიდევ გვყავს მაჟორიტარი წევრები და მათ აბსოლუტურად სხვა განრიგი, სხვა ფუნქცია აქვთ. ამიტომ, ეს არის უბრალოდ, არასწორი სტატისტიკა და შედარება, მაგრამ თუკი სტატისტიკა აინტერესებთ, ერთ სტატისტიკაზე შემიძლია ვისაუბრო, მაგალითად, ბატონი ლევან ვარშალომიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არათუ სიტყვით არ გამოსულა პარლამენტში, ის ერთხელაც არ დასწრებია პარლამენტის და კომიტეტების სხდომებს, საერთოდ, ორი წლის განმავლობაში პარლამენტის შენობაშიც კი არ არის ნამყოფი. იცით, რომ საპროცედურო კომიტეტმა გაუწია რეკომენდაცია, რომ მას მანდატი შეუწყდეს. ვნახოთ, როგორი რეაქცია ექნება არასამთავრობო სექტორს“ ,- განაცხადა პაპუაშვილმა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ანგარიშის თანახმად, მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პირველი წელი დაძაბული აღმოჩნდა პოსტსაარჩევნო პოლიტიკურის კრიზისისა და კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რაც უარყოფითად აისახა პარლამენტის საქმიანობაზე. კერძოდ, ორგანიზაციის შეფასებით, ქვეყნისთვის კრიზისულ ვითარებაში პარლამენტმა ვერ შეძლო ეფექტურად განეხორციელებინა საპარლამენტო კონტროლი; ოპოზიცია, მეტწილად, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის გამო, სრულფასოვნად არ იყო ჩართული პარლამენტის საქმიანობაში. პარლამენტმა არ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები, მათ შორის 19 აპრილის პოლიტიკური პარტიების შეთანხმებით აღებული ის ვალდებულება, რომელიც ეხებოდა პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია