სალომე ზურაბიშვილი - რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა - კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ

ის, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ წერს.

პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე ხალხის მძაფრ რეაქციას. ეს უწყვეტი ოკუპაციის შედეგია.

კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ“, - წერს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების და მის გარშემო 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელი რუსეთის ფედერაცია ხდება. არსებული ინფორმაციით, ტერიტორიის გადაცემის შესახებ შეთანხმება მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს, რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორისაა დადებული, თუმცა ამის შესახებ ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა. დოკუმენტში წერია, რომ მიწა, სადაც შენობა-ნაგებობები დგას, 49 წლით არის გადაცემული.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა