ზურაბ აზარაშვილმა ღვიძლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის პირველი ბენეფიციარი მოინახულა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჭიათურაში, ორგანოთა ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი მოინახულა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დავით ჩხაიძე პირველია, ვინც საქართველოში, აღნიშნული პროგრამით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა და ამისთვის სახელმწიფომ 70 000 ლარი გამოყო.

ზურაბ აზარაშვილი სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დავით ჩხაიძის რეაბილიტაციის პერიოდსა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო. პაციენტს ოპერაცია მარტის ბოლოს გაუკეთდა და თავს კარგად გრძნობს. ამჟამად, გეგმურ რეაბილიტაციას ბინაზე აგრძელებს და საჭირო კვლევებსა თუ მედიკამენტებს უფასოდ იღებს.

საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის ახალი სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდა, რომელიც, თანამონაწილეობით, ღვიძლის ტრანსპლანტაციას აფინანსებს. პროგრამა, ასევე ფარავს ოპერაციის მოსამზადებელ პერიოდს, შემდგომი რეაბილიტაციისა და მედიკამენტების ხარჯებს.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს