სემეკმა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ეფექტიანი რეფორმირებისათვის მორიგი რეგულაცია დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ეფექტიანი რეფორმირებისათვის „ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის წესები“ დაამტკიცა.

სემეკის ინფორმაციით, წესები ეფუძნება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებს, სრულად ასახავს ევროპული კანონმდებლობით გათვალისწინებულ დირექტივებსა და რეკომენდაციებს, არეგულირებს საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის ერთ-ერთი სეგმენტს - ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე არსებულ ურთიერთობებს.

მათივე ცნობით, სემეკის მიერ დამტკიცებული „ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის წესები“ უზრუნველყოფს ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ვაჭრობის ორგანიზებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების მოწესრიგებას. წესებში მოცემული ნორმები შეეხება, როგორც პირდაპირი მოლაპარაკების გზით, ასევე შუამავლის (ბროკერის), მათ შორის, ორმხრივი ხელშეკრულების პლატფორმის მეშვეობით დადებულ ხელშეკრულებებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა