ბექა ოდიშარია - მართლა რად უღირთ ამ ახალგაზრდა აქტივისტ ჟურნალისტებს ასეთი ბინძური დავალებების შესრულება?! აქაური „მაძუნგალების“ დიქტატი არ გაკლდათ, ახლა კიდევ უჯიშო „პატრიოტების“ ნარატივს, რომ არ აჰყვეთ?!

მართლა რად უღირთ ამ ახალგაზრდა აქტივისტ ჟურნალისტებს ასეთი ბინძური დავალებების შესრულება?! - აქაური „მაძუნგალების“ დიქტატი არ გაკლდათ, ახლა კიდევ უჯიშო „პატრიოტების“ ნარატივს, რომ არ აჰყვეთ?! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტის ინციდენტს ეხმაურება.

როგორც ოდიშარია აღნიშნავს, საოცარია, როდესაც „ღირსებით შემკულ, ეროვნული იდეისათვის თავგანწირულ და პატრიოტ ადამიანს ვიღაც უგვანო, ქართული გვარის შემარცხვენელი, არახამია მისწვდება და შეურაცხყოფს“.

„ყველაფერს თავის საზღვარი აქვს! ტელეკომპანია „მთავარის” ჟურნალისტის „შეკითხვას“, პირდაპირ ეთერში ვუსმენდი. მსგავსი არაფერი გამიგია. მართლა რად უღირთ ამ ახალგაზრდა აქტივისტ ჟურნალისტებს ასეთი ბინძური დავალებების შესრულება?!

აქაური „მაძუნგალების“ დიქტატი არ გაკლდათ, ახლა კიდევ უჯიშო „პატრიოტების” ნარატივს, რომ არ აჰყვეთ?! ეგ ორივე ბინძური დაჯგუფება თავს უშველის და თქვენ, ახალგაზრდა ადამიანებმა, ხომ უნდა იცხოვროთ ამ ქვეყანაში?!

თქვენ თუ არ იცით და არ გახსოვთ, დედებს, მამებს ან კიდევ უფრო უფროს თაობას დაეკითხეთ….თუმცა უკვე მძიმედ მოწამლულებს ძნელად გეშველებათ რამე, ამიტომ ჩემი შვილების იმ ჯანსაღ თაობას მივმართავ, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია სიმართლის ცოდნა!

ბატონ გია კობახიძეს ეროვნული მოძრაობიდან ვიცნობ.

ვიცნობ 1989 წლიდან, იმ პერიოდიდან, როცა რუსთაველზე მუდმივად იმართებოდა აქციები, მიტინგები და ყველა პირველსკოლელის და საერთოდ, ყველა ახალგაზრდის დღის წესრიგად იქცა აბობოქრებული ეროვნული მოძრაობის ფერხულში ჩაბმა. ჩვენ, როგორც ახალგაზრდებს სჩვევიათ, გამადიდებელი შუშით შევყურებდით ეროვნული მოძრაობის ლიდერებს.

სწორედ ამ საოცრად ამაღლებული პერიოდიდან მახსოვს, ინტელექტით გამორჩეული, გაწონასწორებული, იუმორით სავსე და კაცთმოყვარე ლიდერი გია კობახიძე.

მან შემდგომში დამოუკიდებელი საქართველის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე გადაინაცვლა და კვლავაც დარჩა ისეთივე ღირსეული და თავმდაბალი, როგორიც დაგვამახსოვრდა იმ წლებიდან.

მას, ბუნებრივია, ახლაც გააჩნია დიდი რესურსი, გამოცდილებიდან გამომდინარე, თუმცა შინაგანი წესიერება, პატიოსნება, შეგნება და თავმდაბლობა არ აძლევს უფლებას, აქტიურად პოზიციონირებდეს პოლიტიკურ პროცესებში ყველასათვის გასაგები მიზეზების გამო.

განსხვავებით სექტის ლიდერებისგან, რომელთა ოჯახის წევრები მაშინაც და ახლაც ყოველდღე თვალებგადმოკარკლულები შხამავენ ქართულ აუდიტორიას( დედები, ბიძები, ცოლები(!),დები, ძმები და ა.შ.). მართლა საოცარია, ღირსებით შემკულ, ეროვნული იდეისათვის თავგანწირულ და პატრიოტ ადამიანს რომ ვიღაც უგვანო, ქართული გვარის შემარცხვენელი, არახამია მისწვდება და შეურაცხყოფს!

გაუგონარი ამბავია, პოლიტიკოსს ვერაფერი დააკლო სხვადასხვა ბინძური მეთოდებით, არგუმენტებით და მის მშობელს გადასწვდე! ამას ქართველი კაცი არ იკადრებს!

გია კობახიძე ნამდვილად იქნებოდა „კგბ“-ს თვალთვალის და დევნის ობიექტი ისევე, როგორც ეროვნული მოძრაობის ლიდერები! აი რა შეხება აქვს „კგბს“-თან არახამიას, ამას უახლოეს კვირეებში და თვეებში დავინახავთ!

რაც შეეხება ე.წ. ჟურნალისტებს, რომლებიც თვალდახუჭული ასრულებენ ასეთ დავალებებს, მინდა მივმართო მათ, რომ ცხოვრება დღეს და ხვალ არ მთავრდება და შეგრცხვებათ საკუთარი თავის, საკუთარი მშობლების, მეგობრების! (ჩვენი და ჩვენი კოლეგების თუ არა!)“,- წერს ოდიშარია.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ “მთავარის“ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. კობახიძის გაღიზიანება ჟურნალისტის მიერ, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადების კონტექსტში დასმულ შემდეგ კითხვას მოჰყვა: „კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“.

„კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ... სირცხვილია, სახე დაკარგეთ... ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია.... "ნაცმოძრაობის" გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა... ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე... სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც... სამარცხვინო შენ... გულისამრევია“, - მიმართა კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.

ინფორმაციისთვის, უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამიამ "მთავარ არხთან" ინტერვიუში ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა. არახამიას თქმით, მან არ იცოდა ვინ იყო ირაკლი კობახიძე, თუმცა შემდეგ რაც "დაგუგლა" , აღმოაჩინა, რომ კობახიძის მამა “კაგებეშნიკია”.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს