ზაზა ვაშაყმაძე, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ალი ქაან ორბაის შეხვდა

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ალი ქაან ორბაის შეხვდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზაზა ვაშაყმაძემ ელჩს გააცნო რელიგიის სააგენტოს საქმიანობა, ახალი პროექტები და განსაკუთრებით აღნიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ვითარება.

„თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და თანაც, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომლის წარმატება გვახარებს და ტკივილი გვტკივა“,- განაცხადა ელჩმა და ხაზი გაუსვა თურქეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და მისი სუვერენიტეტის პატივისცემას.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, თურქეთის ყოფილი ელჩები, ტრადიციულად, სააგენტოსთან აქტიურად თანამშრომლობდნენ. ზაზა ვაშაყმაძემ ახალ ელჩთანაც ნაყოფიერი პარტნიორობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

შეხვედრის დასასრულს, თურქეთის ელჩმა რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს