ანონსი 27 ივლისი

27 ივლისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში არასამთავრობო ორგანიზაციების ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების საკუთარ ხედვას წარადგენენ.

საკონტაქტო: ანა ტოკლიკიშვილი - 595 221 999

27 ივლისს, 10:30 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

27 ივლისს, 11:00 საათზე, რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი პერსონალური ასისტენტის სტანდარტის გზამკვლევის პრეზენტაციას გამართავს.

მის: ჭავჭავაძის გამზ. #32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა

საკონტაქტო: ნინო ბაზიკოშვილი - 595 80 64 80

27 ივლისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ეკა ადამიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: კლინიკური კვლევების წესში ცვლილებები: რა ვალდებულებები ექნებათ დაწესებულებებს, სადაც კლინიკური კვლევები ტარდება და რა უფლებები ფართოვდება პაციენტებისთვის ცვლილებების ამოქმედების შემდეგ.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

27 ივლისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წამლის ინსპექტირების სამმართველოს ხელმძღვანელის, ნანა შაშიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე რეფერენსული ფასების განსაზღვრასთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო: რა ეტაპზეა პროცესი, რას შეცვლის ფარმაცევტულ სექტორში სიახლე და როდიდან უნდა ველოდოთ მის დანერგვას“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

27 ივლისს, 13:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

27 ივლისს, 14:00 საათზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას ბათუმის N14 საჯარო სკოლაში გახსნილ ცენტრში დააკვირდება.

მის: ქ. ბათუმი, ინასარიძის ქ. №11.

27 ივლისს, 14:00 საათზე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

27 ივლისს, 15:00 საათზე, საპარლამენტო ოპოზიციის წევრების შეხვედრა გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

27 ივლისს, 15:30 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკვლევის ფარგლებში - სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში - ზეპირი მოსმენა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

27 ივლისს, 15:30 საათზე, სასტუმრო „პულმანში“ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გენერალური ასამბლეა გაიმართება.

გენერალურ ასამბლეას დაესწრება ქსელის წევრი 140-მდე კომპანიისა და ორგანიზაციის წარმომადგენელი.

მის: ჭავჭავაძის 37, („აქსის თაუერსი“)

საკონტაქტო: ნინო კვანტრიშვილი - 595 24 44 95

27 ივლისს, 17:00 საათზე, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის წევრების შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ადგილი: ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა