გიორგი მანველიძე - ირაკლი კობახიძე ღირსეულად მიუძღვება ღირსეული მამის დაწყებულ საქმეს

ირაკლი კობახიძე ღირსეულად მიუძღვება ღირსეული მამის დაწყებულ საქმეს, - ასე ეხმაურება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი მანველიძე უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას იმის შესახებ, რომ „ირაკლი კობახიძე КГБ-ს აგენტის შვილია“.

როგორც მანველიძე აცხადებს, სამწუხაროა, რომ ისეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, სადაც ზოგიერთი მედიის წარმომადგენლებს ავიწყდებათ პროფესიული ეთიკის ნორმები.

„სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებ ირაკლი კობახიძეს, საქართველოში ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის შთამომავალს, რომელიც ღირსეულად მიუძღვება ღირსეული მამის დაწყებულ საქმეს - გახადოს საქართველო ძლიერი, თავისუფალი და წარმატებული დიდ ევროპულ ოჯახში! სამწუხაროა, რომ ისეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, სადაც ზოგიერთი მედიის წარმომადგენლებს ავიწყდებათ პროფესიული ეთიკის ნორმები“, - აცხადებს მანველიძე, რომლის კომენტარსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ განაცხადა: „ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი. ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე. КГБ-ს აგენტის შვილი. КГБ-ს აგენტის, რომელიც არც მალავს, რომ გადაბირებული იყო და ამ აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. ეს არის პირდაპირ რუსეთთან თანამშრომლობა".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა