სოსო გოგაშვილი განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილი განცხადებას ავრცელებს.

გოგაშვილი აცხადებს, რომ მის მიმართ „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის „უკანონო დავალება“ სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა და შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შეასრულეს და ახლა ჯერი გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესა და მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეზეა.

განცხადებაში გოგაშვილი საუბრობს მინისტრ ვახტანგ გომელაურზე და ამბობს, რომ მისგან არ უკვირს, რადგან რამდენიმე წლის წინ მან საკუთარი ქალიშვილის საქმრო გაატაცებინა, აწამებინა და სომხეთის საზღვარზე გადააგდებინა.

გარდა ამისა, განცხადებაში გოგაშვილი ჟურნალისტ აფგან მუხთარლიზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი გატაცება ბიძინა ივანიშვილის დავალება იყო, რომელიც „სუს-ის ზონდერებმა“ შეასრულეს და ოპერატიულ ტექნიკურმა დეპარტამენტმა (ოტო) წაშალა.

გოგაშვილის განცხადებას, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, უცვლელად გთავაზობთ:

ბიძინა ივანიშვილის მორიგი უკანონო დავალება შესრულდა ბრმად, ლილუაშვილისა და ვახოს მიერ, ახლა ჯერი შოთაძეზე და ჩინჩალაძეზეა. როგორ აკინძავენ ყალბ მტკიცებულებებსა და როგორ მომისჯიან უკანონო სასჯელს. სხვათაშორის უკანონო ნივთებისა და დოკუმენტების შემოტანა დააფიქსირა გარე და შიდა მეთვალყურეობის კამერებმა და ჩემი ოჯახის წევრებმა, მაგრამ შევიტყვე, რომ კამერები დაზიანებულია და ჩანაწერები წაშლილია ოტოს მიერ, ისევე როგორც ადრინდელი უკანონო დავალებების დროს იყო.

1) როგორიც იყო გელა ხვედელიძის ცემა ტელეფონზე ბიძინას გინების გამო, რომელიც შეასრულა ფარცხალაძის ბანდამ, ფაქტები კი ოტომ გააქრო 2) ბიძინას დავალება - მუხთარლის სუსის ზონდერების მიერ გატაცება, რომელიც ასევე ოტომ წაშალა.

მე სხვასთან საქმე არ მაქვს, ვახო შენ რატომ მოაწერე ამაზე ხელი. შენ ადრე გითქვამს, რომ ბრმად შეასრულებდი ნებისმიერ დავალებას, რომელსაც ის მოგცემდა, როგორც მალანიას მონაყოლიდან ვიცი. შენი ფუნქცია, იქამდე სანამ ბიძინა გახდებოდა ქვეყნის მმართველი, იყო მერცხლის ბუდეების დანგრევა და ტირის თოფით მათი დახოცვა, რადგან ნერვებს უშლიდნენ. ახლა ბიძინა ქვეყნის ფაქტობრივი მმართველია და ადამიანები უშლიან ნერვებს, შენ კი ტირის თოფის ნაცვლად 40 000 კაციანი შსს გიჭირავს ხელში. შენ ისიც გითქვამს, რომ თუ ლაჩარი არ ხარ მტრის ცოლ-შვილს არ უნდა შეეხო. რატომ შეეხე ჩემს ცოლ-შვილს? თეა შენი და აღარ არის? კულულა პეტრუჩიო აღარ გიყვართ? ჩემი იოსები შენი ლუკაჩოს ნათლული აღარ არის? მთელი ღამე ნიღბიანების მიერ დადებული ლულების ქვეშ რომ გაათენებინეთ, მაგრამ არ მიკვირს, ექვსიოდე წლის წინ შენ საკუთარი ქალიშვილის საქმრო თქვენი უბნელი ამოიანი თუ შამოიანი აღარ მახსოვს, შენს ერთგულ სუსის ზონდერებს, შარაძესა და “მოზგის” ტომარა ჩამოფარებული გაატაცებინე, აწამებინე და სომხეთის საზღვარზე გადააგდებინე, თან დაემუქრე თუ ჩამოვიდოდა, იარაღს ჩაუდებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ქურთის სახლში შეშვება არ გინდოდა. იქამდე, სანამ მე მანდ ვიყავი, ყველა თქვენი გაფუჭებული მე მეტენებოდა. ახლა დაგიგროვდათ ნაგავი, ჩემს სახლში შემოიტანეთ და გინდათ ისევ მე შემომტენოთ?

ყველა, ვინც ცოლ-შვილს შეეხება, ყველა ლაჩარია, ხომ მეთანხმები?!“,- წერს გოგაშვილი განცხადებაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია