ალუდა ღუდუშაური - აშშ-ის საელჩომ და ელჩმა აუცილებლად უნდა გააკეთოს მკაფიო, ამომწურავი განცხადება

როგორც ჩანს, დაგროვდა კრიტიკული კითხვები, რომელსაც აუცილებლად ესაჭიროება მკაფიო პასუხები, ვფიქრობ, აშშ-ის საელჩომ და ელჩმა აუცილებლად უნდა გააკეთოს მკაფიო, ამომწურავი განცხადება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ღუდუშაურმა ხაზი გაუსვა, რომ რამდენიმე დღის წინ ელჩმა ასეთი შეხვედრის გამართვა უარყო, ღუდუშაურის თქმით, შეხვედრის შინაარსობრივ მხარეზე აშშ- ის ელჩმა უნდა ისაუბროს.

„ამ ყველაფერს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი, რადგან საქმე ეხება მოსახლეობისგან ლეგიტიმურ ინტერესს. სტრატეგიული პარტნიორობა აშშ- ისთან, ევროკავშირთან შეუქცევადი პროცესია და ვერავინ და ვერანაირი ძალები ამას ხელს ვერ შეუშლიან, მაგრამ კიდევ უფრო განმტკიცებისთვის და იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები არ დაზიანდეს, მიმაჩნია საჭიროდ, რომ ელჩმა მკაფიო და ამომწურავი პოზიცია დააფიქსიროს.

განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც რამდენიმე დღის უკან ქალბატონმა ელჩმა უარყო ასეთი სახის შეხვედრა და თქვა, რომ დიდი ხანია არ შეხვედრია ბატონ ივანიშვილს. მიმაჩნია, რომ განცხადებაში თემა არ უნდა გაშლილიყო, რადგან ივანიშვილი ამ ქვეყნის გულშემატკივარია და არის პოლიტიკიდან გაწეული, რჩება ამ ქვეყნის ერთ- ერთ მთავარ მხარდამჭერად, შესაბამისად, ვფიქრობ, ყველაზე კარგი და აუცილებელი იქნება ყველაფერ ას ნათელი მოფინოს და შინაარსობრივ მხარეზე გააკეთოს საელჩომ და თვითონ ელჩმა განცხადება,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა. ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა შედგა. როგორც ივანიშვილი განმარტავს, შეხვედრა ელჩის თხოვნით, 21 მარტს გაიმართა და ის „დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები