საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის" საზაფხულო კურსი მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის" მიერ ორგანიზებული სამხედრო სალაშქრო კურსი დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სწავლების კულმინაციური ნაწილი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც კურსანტები წინაღობების გადალახვას შეეცადნენ. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი დაესწრო და კურსის მონაწილეებს გაესაუბრა.

„საზაფხულო კურსს თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებიან. მათ მომზადება საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის პალდოს სამხედრო საწვრთნელ ბაზაზე გაიარეს. სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. მსმენელებმა შეისწავლეს ტოპოგრაფიის საფუძვლები, ცეცხლსასროლი იარაღის ამოცნობა და დაშავებულისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა. კურსის ფარგლებში ღამის მარშიც ჩატარდა.

საზაფხულო კურსი პრაქტიკული გამოცდით დასრულდება, რის შემდეგაც მონაწილეებს დიდგორის მონუმენტთან სერტიფიკატები გადაეცემათ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივ ორგანიზაცია „აისს" შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლებას ისახავს მიზნად. თანამშრომლობის ფარგლებში ეტაპობრივად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ორმხრივი შეხვედრები, დისკუსიები და კონსულტაციები.“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს