იაგო ხვიჩია - ამრევები არიან მოსაშორებელი -  ჩემი აზრით, ვაშაძე ამრევია და უმრავლესობიდან ყველა ურევს

12 პუნქტი მხოლოდ ერთობლივად შეიძლება შესრულდეს. ის ვერ შესრულდება ცალ-ცალკე. ჯერჯერობით ამრევები არიან მოსაშორებელი. მე მივდივარ და ადამიანებს ველაპარაკები, დააკვირდნენ, რომელი ადამიანები ურევენ სიტუაციებს - ჩემი აზრით, ვაშაძე ამრევია და უმრავლესობიდან ყველა ურევს ამ თვალსაზრისით, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა დადიოდნენ იმ შეხვედრებზეც, რომელშიც ხელისუფლება მონაწილეობს.

“როცა მუჰამედი არ მიდის მთასთან, მთა მიდის მუჰამედთან - ეგრე უნდა იყოს, ჩემი აზრით და ეს ხალხიც, ვინც აქ არის, უნდა დადიოდეს იმ შეხვედრებზე, სადაც ხელისუფლება მონაწილეობს. მარტო კი არ უნდა ვხვდებოდეთ, ის სათქმელი, რომელიც აქ აქვს არასამთავრობო სექტორს, უნდა ჰქონდეს იმ შეხვედრებზეც, რომელსაც ხელისუფლება ატარებს და ეს უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ საზოგადოებას აზრი მივაწოდოთ ხელისუფლების თანდასწრებით და არა მხოლოდ ერთმანეთთან შეხვედრით.

12 პუნქტი მხოლოდ ერთობლივად შეიძლება შესრულდეს, ის ვერ შესრულდება ცალ-ცალკე. მე დავდივარ ყველგან და ვაკვირდები, რა სიტუაციაა და სად შეიძლება არსებობდეს გადაკვეთის წერტილები. ჩემი აზრით, ჯერჯერობით ამრევები არიან მოსაშორებელი. მე მივდივარ და ადამიანებს ველაპარაკები, დააკვირდნენ, რომელი ადამიანები ურევენ სიტუაციებს. ჩემი აზრით, ვაშაძე ამრევია და უმრავლესობიდან ყველა ურევს ამ თვალსაზრისით”, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა