არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ თავს ესხმის აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს აბრალებს, რომ შესულია არაფორმალურ  ურთიერთობებში ბიძინა ივანიშვილთან

გამოდის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს დილასაც თავს ესხმის აშშ-ს ელჩს. დღეს დილიდან „ნაციონალური მოძრაობა“ აბრალებს კელი დეგნანს, რომ ის შესულია რაღაც არაფორმალურ ურთიერთობებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც თალაკვაძემ „პალიტრნიუსის“ გადაცემა „ ნიუსრუმში“ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აშშ-ს და მის წარმომადგენლებსაც შეურაცხყოფას აყენებენ თავიანთი ინტერესების გამო.

„მას შემდეგ, რაც წერილი გამოქვეყნდა, ომის პარტიის ყველა სპიკერის რეაქცია სამი წუთის განმავლობაში იყო ზუსტად იგივე ანუ „ნაციონალური მოძრაობის“, ომის პარტიის ყველა მოლაპარაკე თავმა თქვა ერთი და იგივე, რომ აი, ხომ გამოჩნდა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ისევ პოლიტიკაში არისო. აქაც ჩანს, ეს ადამიანები, როგორ შეურაცხყოფას აყენებენ საზოგადოებას. როგორც თვითონ ფიქრობენ, რომ მოკლე დისტანციაზე შეუძლიათ პოლიტიკაში სირბილი, ჰგონიათ, რომ საზოგადოებაც ასეა. აშშ-ს და მათ წარმომადგენლებსაც შეურაცხყოფას აყენებენ თავიანთი ინტერესების გამო, იოლად წამოჰკრავენ ხოლმე ხელს. მარტივად გეტყვით, დღეს, ომის პარტიის კომენტარები იყო ასეთი, ხომ გამოჩნდა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ისევ პოლიტიკაში არისო ანუ მათ თუ დავუჯერებთ, გამოდის, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ არაფორმალურ მმართველობას თავიანთი ჭკუით და მეორე მხრივ, გამოდის,რომ აშშ-ს ელჩს, ქალბატონ დეგნანს აბრალებენ, რომ ის მათი გაგებით, ხვდება არაფორმალურ მმართველს და განიხილავს თემებს. გამოდის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს დილასაც თავს ესხმის, ისევ და ისევ, აშშ-ს ელჩს. დღეს დილიდან „ნაციონალური მოძრაობა“ აბრალებს კელი დეგნანს, რომ ის შესულია რაღაც არაფორმალურ ურთიერთობებში“,- განაცხადა თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ოლიგარქები ჰყავს თავის პარტიაში, ტელევიზიებში და ბიზნესში.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა. ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა შედგა. როგორც ივანიშვილი განმარტავს, შეხვედრა ელჩის თხოვნით, 21 მარტს გაიმართა და ის „დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.

ამასთან, საუბრობს, რეგიონში არსებული პოლიტიკურ ვითარებაზეც და აღნიშნავს, რომ დღეს, როცა ომის საფრთხე განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს. გარდა ამისა, როგორც ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, „გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია - მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა“. ივანიშვილი განცხადებაში, როგორც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, ისე უშუალოდ მასსა და შვეიცარიულ ბანკს შორის მიმდინარე დავასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ „არც იმას აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე გეგმავდა შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას“.

ამ წერილის შეფასებისას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა ლევან ბეჟაშვილ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის აშშ-ს ელჩთან შეხვედრით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ივანიშვილი საქართველოს არაფორმალური, ოლიგარქიული მმართველია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს