კახა კალაძე ჟურნალისტს - ცდილობთ, შეფუთოთ თემა, თითქოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ელჩებს თავს ესხმიან - თავდასხმა იყო, რასაც ნიკა გვარამია, ნიკა მელია აშშ-ის ელჩთან მიმართებით აკეთებდნენ

თქვენ ცდილობთ, რომ შეფუთოთ თემა, თითქოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ელჩებს თავს ესხმიან. თავდასხმა იცით რა არის? თავდასხმა იყო, რასაც ნიკა გვარამია, ნიკა მელია ამერიკის ელჩთან მიმართებით აკეთებდნენ, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტს, რომელმაც აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების მისამართით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის წევრების მხრიდან კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის მისამართით თავდასხმა არ ყოფილა და მათთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია.

„თავდასხმა რა შუაშია? ვინმემ რაიმე შეურაცხყოფა მიაყენა? ადამიანმა გამოთქვა თავისი მოსაზრება, როგორც თვითონ ხედავს და როგორც თვითონ მიაჩნია. მე რას ვფიქრობ, ეს ჩემი საქმეა. თქვენ შეიძლება განსხვავებული მოსაზრება გქონეთ, მე შეიძლება განსხვავებული, ამ ადამიანს განსხვავებული. თავდასხმა სად იყო? ვინმემ ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენა თუ რას ეძახით თავდასხმას? ეს თქვენ ცდილობთ რომ შეფუთოთ თემა, თითქოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავს ესხმიან. თავდასხმა იცით რა არის? თავდასხმა იყო, რასაც ნიკა გვარამია ელჩთან მიმართებით აკეთებდა, თავდასხმა იყო, რასაც ნიკა მელია ამერიკის ელჩთან მიმართებით აკეთებდა. ეს არის თავდასხმა, შეურაცხმყოფელი განცხადებები. ამოიღეთ და ნახეთ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ეცდება, პოლიტიკური ველი მოასუფთავოს ოპონენტებისგან, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებთან დამკვირვებლები პატრულირებენ 24 საათი, წელიწადში 365 დღე - ეს ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას საქართველოში უსაფრთხოების მხარდაჭერის მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2025
თბილისს ახალი ელეგანტური ადგილი შეემატა - „Royal Tbilisi“
ზღარბი დაბრუნდა - სწრაფი დაგროვებით და ახალი შეთავაზებებით