ლევან დავითაშვილი - ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ხელი მოვაწერეთ რამდენიმე შეთანხმებას, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს უფრო გააღრმავებს

ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ხელი მოვაწერეთ რამდენიმე შეთანხმებას, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს უფრო გააღრმავებს, - ამის შესახებ, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ყაზახეთში განაცხადა.

მისი თქმით, ხელი მოეწერა ყაზახეთთან სავაჭრო ბრუნვის ნომენკლატურის შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას ყაზახეთსა და საქართველოს შორის.

„ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ხელი მოვაწერეთ რამდენიმე შეთანხმებას, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს უფრო გააღრმავებს. პირველი, ეს შეეხებოდა სავაჭრო ბრუნვის ნომენკლატურის შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას ყაზახეთსა და საქართველოს შორის. ჩვენ შევთანხმდით ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ინოვაციების სფეროსი თანამშრომლობაზე და აქ ჩვენი GITA ჩართული იქნება და ითანამშრომლებს შესაბამის უწყებებთან, ყაზახურ მხარესთან. ხელი მოეწერა ასევე ორი ქვეყნის რკინიგზას შორის შეთანხმებას, სარკინიგზო გადაზიდვების ხელშეწყობის და თანამშრომლობის კუთხით და რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მთავარი საკითხი საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობის მიმართულებით - სატრანზიტო ნაკადები, დღეს განსაკუთრებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოდა ე.წ შუა დერეფანი იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას და საქართველოთი დაინტერესებულია არა მხოლოდ ყაზახეთი, არამედ ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები. ასევე საუბარი შეეხო ბათუმში არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და მოდერნიზებას, იმისთვის, რომ საქართველომ უფრო მეტი მაღალი ღირებულების ტვირთის გატარება შეძლოს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
"გალფის" ინიციატივით 100 პირველკურსელს, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულები მიიღო, ერთწლიანი ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნება
„საქართველოს ბანკის“ აქციების ღირებულება რეკორდულ მაქსიმუმზეა
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის